საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ბაქრაძის მიმართ დაწყებულ მოკვლევაზე კომეტარი გაკეთა.
“ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შემოსავალი. გაყიდა ბინა – მერე რა მოხდა?! ანგარიშზე რომ თანხა აქვს, ამაში არანორმალურს ვერაფერს ვერ ვხედავ და საკამათოს. ერთადერთი – დეკლარირებული უნდა იყოს ყველა ქონება და ყველა თანხა, რომელიც სახელმწიფო მოხელეს გააჩნია. ეს კანონით უნდა იყოს დეკლარირებული. აქ ვხედავ ხარვეზს და ალბათ ეს ის ხარვეზია, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურები ნახავენ”,- განაცხადა დავით საგანელიძემ.