პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის მიმართ მოკვლევის დაწყებაზე კომენტარი გააკეთა

პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის მიმართ მოკვლევის დაწყებაზე კომენტარი გააკეთა

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქონებრივი დეკლარაცია საკმაოდ რთული დოკუმენტია და ის ყველა საჯარო მოხელემ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეავსოს.

“დეკლარაცია არის ის ერთ-ერთი რთული დოკუმენტი, რომელსაც მე ვავსებ ხოლმე და ასე ვთქვათ, მართლა ბევრს ვწვალობ ამ დოკუმენტის შევსებაზე და სკურპულოზურად ვავსებ იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც მე გავხდი საჯარო მოხელე, ჩემი ერთ-ერთი ვალდებულებაა რომ საზოგადოებამ იცოდეს ჩემი შემოსავლების შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს ვალდებულება გააჩნია ყველა საჯარო მოხელეს - მათ შორის იმათ, ვისაც უმაღლესი თანამდებობები უკავიათ. ბუნებრივია, ამ საქმის დეტალები მე არ ვიცი, მაგრამ ვალდებულება გაგვაჩნია ყველას და ეს ვალდებულება არის სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა შევასრულოთ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.