ლერი მეტრეველი გამოძიების კითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.

ლერი მეტრეველი გამოძიების კითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.

მეტრეველი საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა იმ საბანო ანგარიშებთან დაკავშირებით დაკითხეს, რომეზედაც მოკვლევა პროკურატურამ გუშინ დაიწყო.

როგორც ლერი მეტრეველმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, მან ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა და ისიც დაადასტურა, რომ სახლის გაყიდვის შემდეგ მიღებული თანხა მას ეკუთვნოდა.

“მე მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც მქონდა, დანარჩენს ვერაფერს ვიტყვი. გაუმჟღავნებლობაზე მომაწერინეს ხელი და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რა თქმა უნდა, საბანკო ანგარიშებზე იყო საუბარი. ყველაფერი დავადასტურე ისე, როგორც იყო, ეს იყო ჩემი თანხა”,- განაცხადა ლერი მეტრეველმა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ლერი მეტრეველის ადვოკატმა გიორგი გელხაურმაც გააკეთა.

“ჩვენ ხელი მოგვაწერინეს მონაცემების გაუმჟღავნებლობაზე, შესაბამისად, ვერ გავაკეთებთ კონკრეტულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაუდასტურა გამოძიებას, თუმცაღა შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ, რომ ბატონმა ლერიმ სრულად და ამომწურავად ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომელიც ჰქონდა გამოძიებას. აბსოლუტურად ყველა შეკითხვას, რაც აინტერესებდა გამოძიებას, გაეცა პასუხი და დარწმუნდა გამოძიება იმაში, რომ რაიმე კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია”,- განაცხადა გიორგი გელხაურმა.