დავით ნარმანია აქციას „Ice Bucket Challenge“ უერთდება

დავით ნარმანია აქციას „Ice Bucket Challenge“ უერთდება

თბილისის მერი დიდი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვისი ინტერესის ობიექტიც გახდა და საერთაშორისო საქველმოქმედო აქციაში - „Ice Bucket Challenge“ გამოიწვია.

“ჯერ კიდევ მინისტრობის დროს ხშირად მიხდებოდა წვიმასა და თოვლში სიარული და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არაერთხელ მომიწევს. ბუნებრივია, ვიღებ გამოწვევას და თანხას გადავრიცხავ იმ ფონდში, რომელიც ამიოტროფიული სკლეროზით დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერად შეიქმნა. ასევე, ვუერთდები „სოლიდარობის ფონდს“, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად არის შექმნილი და ყოველთვიურად გავაკეთებ შენატანს. მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, შეუერთდნენ სოლიდარობის აქციას და ერთად ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე”, - აცხადებს დავით ნარმანია.