კახა კალაძე მსოფლიო ნაკრებში გამოიძახეს

კახა კალაძე მსოფლიო ნაკრებში გამოიძახეს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მსოფლიოს საფეხბურთო ნაკრებში გამოიძახეს. sportall.ge-ს ინფორმაციით, 26 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში "ქაირათის" 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩი გაიმართება.  "ქაირათის" ვარსკვლავები მსოფლიოს ნაკრებს შეხვდებიან.

ცნობილი გახდა მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობა, რომელშიც მოხვდა კახა კალაძე, წარსულში თბილისის "დინამოს", კიევის "დინამოს", "მილანისა" და "ჯენოას" ფეხბურთელი, რომელიც ახლა საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრია.

მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:მეკარეები: ფრანჩესკო ტოლდო, იენს ლემანი. მცველები: პაოლო მალდინი, ხავიერ ძანეტი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ფაბიო კანავარო, კრისტიან პანუჩი. ნახევარმცველები: სერჟინიო, რივალდო, ლუიშ ფიგუ, ლეონარდო, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი. თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, კრისტიან ვიერი, დუაიტ იორკი.

მსოფლიოს ნაკრებს იტალიელი ფაბიო კაპელო გაწვრთნის.