დავით ბაქრაძის სიმამრი პროკურატურაში სავარაუდოდ, 18:00 საათზე გამოცხადდება

დავით ბაქრაძის სიმამრი პროკურატურაში სავარაუდოდ, 18:00 საათზე გამოცხადდება

როგორც “პირWელს” პროკურატურაში განუცხადეს, ლერი მეტრეველი მთავარ პროკურატურაში დღეს უნდა გამოცხადდეს, თუმცა საგამოძიებო უწყებაში ზუსტი დრო არ დაუკონკრეტებიათ.

“პირWელმა” თავად ლერი მეტრეველთან დაკავშირება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ დავით ბაქრაძის ანგარიშებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო

“მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა  ინფორმაცია, რომლის თანახმადაც  2014 წლის 28 ივლისს დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ  “HSBC” ბანკის ინგლისის ოფისში დახურეს საბანკო ანგარიშები (40228434012380; 40228434012380),  რომლებზეც განთავსებული ჰქონდათ 276 849,89 გირვანქა სტერლინგი (795 000 ლარი) და გადაიტანეს სხვა საბანკო ანგარიშებზე.  ასევე გავრცელდა აღნიშნული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები. საზოგადობის ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ დავით ბაქრაძის მიერ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ  წარდგენილ დეკლარაციებში დაფიქსირებულ, დავით ბაქრაძისა და მისი ოჯახის წევრების ერთობლივ შემოსავალს ბევრად აღემატება გამოქვეყნებულ საბანკო დოკუმენტებში ასახული თანხა. ასევე კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად დეკლარაციებში საერთოდ არ არის მითითებული ინფორმაცია ზემოაღნიშნული საბანკო ანგარიშისა და ანგარიშზე ფულადი თანხის არსებობის შესახებ”, - აცხადებენ პროკურატურაში.

როგორც თავად დავით ბაქრაძემ განაცხადა, არცერთ მის შემოსავალსა თუ ანგარიშს კანონის დარღვევით ან თანამდებობის გამოყენებით მიღებულ რაიმე სარგებელთან არანაირი კავშირი არ აქვს და აღნიშნული თანხა სიმამრის სახლის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს.