დონეცკში ჭურვის აფეთქების შედეგად საქართველოს საკონსულოს შენობა დაზიანდა

დონეცკში ჭურვის აფეთქების შედეგად საქართველოს საკონსულოს შენობა დაზიანდა

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევას საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია, ვინაიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, საკონსულოს თანამშრომლებმა წინასწარ დატოვეს დონეცკი.

სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს,  მოერიდონ განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გადაადგილებას უკრაინის იმ რეგიონებში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.