პრემიერსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრემიერსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სატელეფონო საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა და ანგელა მერკელმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ს უელსის სამიტი იყო. ანგელა მერკელმა საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

გერმანიის კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ის საქართველოს სავარაუდოდ, ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის გაზაფხულზე ეწვევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.