მაია ფანჯიკიძე დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლას გამოეხმაურა

მაია ფანჯიკიძე დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლას გამოეხმაურა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლას გამოეხმაურა.

“საშინელი კატასტროფა მოხდა, ჩაკეტილია გზა. დატბორილია ლარსის გამშვები პუნქტი. გარდა ამისა, დაზიანებულია გაზსადენი, რომლითაც სომხეთს გაზი მიეწოდება. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, რომ ეს არ დაეტყოს ტვირთის განმავლობას, გაზის მიწოდებას, საქართველოს მხარე ყველაფერს აკეთებს და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ სტიქიით მიყენებული ზარალი დაითვალოს და მისი ლიკვიდაცია მოახდინოს”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, პრემიერი სომხეთის მხარისთვის მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი სომხეთში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომეხი კოლეგის მიწვევით ესტუმრა.