ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჰოვიკ აბრაჰამიანის პირისპირ შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის შენობაში გაიმართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის, მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე შედიან.

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომეხი კოლეგის მიწვევით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან.