გიორგი მარგველაშვილი სტიქიის ზონაში ჩავიდა

გიორგი მარგველაშვილი სტიქიის ზონაში ჩავიდა

როგორც დარიალის ხეობაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, გზისა და სხვა ინფრასტრუქტურის აღდგენა ისევე სწრაფად მოხდება, როგორც ეს მაისში ჩამოწოლილი მეწყრის დროს მოხდა.

“ერთი დადებითი, რაც გამოვიტანეთ წინა შემთხვევიდან, არის ის, რომ ახლა დევდორაკზე დადგმულია ინფორმაციის გადამცემი საშუალებები, რომელიც საზღვარს და შსს-ს ატყობინებს, თუ რამე მოძრაობაა მდინარეზე. სისტემამ იმუშავა, რის შემდეგაც გადაიკეტა გზა ზევიდანაც და ქვევიდანაც, ამიტომ არ გვაქვს ისეთი მასშტაბური მსხვერპლი, როგორიც მანამდე გვქონდა. 7 ადამიანი დაიღუპა მაშინ, ახლა ორ ადამიანს ვეძებთ. ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მთავრობა მობილიზებულია”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, სომხეთი, რომელსაც სტიქიის გამო გაზის მიწოდება შეუწყდა, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.