დარიალის ხეობაში დაკარგული ორი ადამიანის პოვნა ჯერ ვერ ხერხდება

დარიალის ხეობაში დაკარგული ორი ადამიანის პოვნა ჯერ ვერ ხერხდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა დარიალის ხეობაში, სტიქიის ზონაში არსებული გვირაბის ზედა მხარე უკვე შეისწავლეს, თუმცა იქ დაკარგულად მიჩნეული ორი პირი არ აღმოჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, მაშველები გვირაბის ქვედა მხარესთან მისვლას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ, ვინაიდან დატბორილია.

"გვირაბი არ ჩანს, ქვედა მხარე მთლიანად წყლით არის დატბორილი და ახლა მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოხდეს წყლის ამოტუმბვა, რათა მაშველები იქ შევიდნენ. რაც შეეხება ზედა მხარეს, მაშველებმა ის უკვე შეისწავლეს და დაკარგულები იქ არ აღმოჩნდნენ", - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

დარილიას ხეობაში მეწყერი 20 აგვისტოს, ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკარგული ორი ადამიანი, რომელთაგანც ერტი საქართველოს, ერთი კი, თურქეთის მოქალაქეა.