ბელგიური სააგენტოს ინფორმაციით, ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში დააკავა

ბელგიური სააგენტოს ინფორმაციით, ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში დააკავა

ელგიური "გენკის" ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი პოლიციამ საჭესთან მყოფი ნასვამ მდგომარეობაში დააკავა, რის გამოც ერთი ღამის გატარება განყოფილებაში მოუხდა. 

როგორც ბელგიური საინფორმაციო სააგენტო hbvl.be იუწყება, შემთხვევა 16 აგვისტოს მოხდა. მათივე ინფორმაციით, "კორტრეიკსა" და "გენკს" შორის გამართული მატჩის შემდეგ, ავტობუსით შინ მიმავალ რამდენიმე ფეხბურთელს ჯერ კიდევ გზაში მიუღია ალკოჰოლი, ადგილზე მისულებს კი "ქეიფი" გუნდის სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერის ნგკონგკა ანელეს ნომერში გაუგრძელებიათ. 

როგორც ბელგიური საინფორმაციო საშუალებები წერენ, ოქრიაშვილი და ნგკონგკა ანელე დალევის შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ოქრიაშვილი ავტომობილით წავიდა, მაგრამ საწვავი გამოელია და თავს საპატრულო პოლიცია წაადგა.

სავარაუდოდ, ოქრიაშვილი კლუბმა უკვე დააჯარიმა, სხვა სანქციების შესახებ კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.