3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი იმერეთში, საჩხერის რაიონის სოფელ ხვანიდან 5-6 კილომეტრში მდებარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს.
მათივე განმარტებით, ეპიცენტრი ხაშურიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ში მდებარეობს.
როგორც ცენტრში განმარტავენ, ხვანი დასახლებული ადგილია და მიწისძვრის ბიძგები შესაგრძნობი იყო, თუმცა არა ისეთი სიმძლავრის, რომ რაიმე ნგრევა გამოიწვიოს.
მიწისძრა დაახლოებით 11.56 საათზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები, საჩხერის გარდა, ჭიათურაშიც იგრძნობოდა.