გიორგი მარგველაშვილი დარიალის ხეობაში გაემგზავრა

გიორგი მარგველაშვილი დარიალის ხეობაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარიალის ხეობაში გაემგზავრა. პრეზიდენტი სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნობა. 

გიორგი მარგველაშვილი დარიალის ხეობაში მიმდინარე წლის მაისში, მეწყერის ჩამოწოლის დროსაც იმყოფებოდა.

დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ორი დაკარგულის შესახებ, თუმცა, წუხელ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰესზე მომუშავე ოთხ მუშასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
დარიალის ხეობაში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.