დავით ნარმანია საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

დავით ნარმანია საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ დავით ნარმანიას ადგილობრივი თვითმმართველობს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე თურქეთის ელჩმა დედაქალაქის მერიის სამომავლო პროექტებში თურქული ფირმების მონაწილეობის მზაობა გამოხატა.

„დავით ნარმანიასთან შეხვედრის შესაძლებლობა  წინა პერიოდშიც მქონდა, როდესაც  ის რეგიონული განვითარების მინისტრი იყო, მერის რანგში კი პირველად შევხვდი. მე  საჭიროდ ჩავთვალე მოვსულიყავი და პირადად მიმელოცა მისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატება. უკვე 6 თვეა, ვიმყოფები საქართველოში, თბილისი ნამდვილად ასრულებს იმას, რაზეც საუბრობენ - თბილისი რეგიონის მარგალიტია და მე თავად დავრწმუნდი ამაში. ამიტომ, განსაკუთრებული წარმატება მინდა ვუსურვო მერს. შეხვედრაზე ჩვენ მერიის მიერ გამოცხადებულ ყველა პროექტში თურქული ფირმების მონაწილეობის მზაობა გამოვხატეთ. თურქული მხარე მზადაა საინვესტიციო პროექტებს გაეცნოს“, - განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, თურქული მხარე დაინტერესებულია თბილისში ინვესტიციების განხორციელებით.

„დაინტერესებული თურქი ბიზნესმენებისთვის მერია სპეციალურ პრეზენტაციას გააკეთებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქების დაძმობილების საკითხიც განიხილეს.