გელა სეხნიაშვილი არგენტინაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

გელა სეხნიაშვილი არგენტინაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

არგენტინის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტად მყოფი საპარლამენტო დელეგაცია და საქართველოს საგანგებო და სრულფლებიანი ელჩი, გელა სეხნიაშვილი არგენტინაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. არგენტინაში დღეისათვის 20-30 ქართველი ცხოვრობს, რომელთა წინაპრებმაც საქართველო დიდი ხნის წინ დატოვეს.

„ძალიან ემოციურია შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომელთა ბებია-ბაბუებმა თითქმის ასი წლის წინ დატოვეს ქვეყანა და დღეს საქართველოდან მოშორებით, არგენტინაში აგრძელებენ ცხოვრებას. საქართველოში და მის გარეთ მცხოვრებ ქართველებს ერთი საერთო ამოცანა გვაქვს - ჩვენ, ჩვენი სამშობლო ძლიერ და კარგად ფუნქციონირებად სახელმწიფოდ უნდა ვაქციოთ, იმისთვის რომ ყველა ამოცანა და ოცნება შევასრულოთ. მოდით ყველამ ერთად გავაგრძელოთ შრომა, ბრძოლა და ჩვენი სამშობლოს სიყვარული“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით დიასპორის წარმომადგენლებმა კმაყოფილება და სიხარული გამოხატეს და აღნიშნეს, რომ დღევანდელი დღე მათ ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან პირველად მიეცათ საშუალება შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ საქართველოდან ოფიციალური დელეგაციის წევრებს. მათ ასევე კმაყოფილება გამოთქვეს არგენტინაში საქართველოს საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ამ ადგილას ხდება ქართველ ემიგრანტთა შეხვედრები და საუბრები საქართველოს თემებზე.