კახა კალაძე: არანაირი დაპირისპირება პრემიერ-მინისტრთან მე არ მქონია

კახა კალაძე: არანაირი დაპირისპირება პრემიერ-მინისტრთან მე არ მქონია

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრთან მისი დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მინისტრის განცხადებით, ეს მიზანმიმართული დეზინფორმაცია იყო.

"ეს იყო მიზანმიმართული დეზინფორმაცია. არანაირი დაპირისპირება პრემიერ-მინისტრთან მე არ მქონია. ჩვენ ვმეგობრობთ და ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. ჩემთვის ცნობილია ის პიროვნება, ვინც შეუკვეთა ეს სტატია და ისიც ცნობილია, ვინც ამ პიროვნებას დაავალა. ამიტომ მე ამ ადამიანებს ვურჩევ, დაკავებულები იყვნენ საქმით, რადგან ქვეყანაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი", - განაცხადა კალაძემ.