სოფელ ბოდორნასთან ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების კოლონაა გაჩერებული

სოფელ ბოდორნასთან ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების კოლონაა გაჩერებული

დუშეთის რაიონის სოფელ ბოდორნასთან რუსეთისკენ მიმავალი ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების კოლონაა გაჩერებული.

ტერიტორიაზე დაახლოებით ათამდე ტრაილერი და 20-მდე მსუბუქი მანქანა იმყოფება. ავტომობილების უმრავლესობას რუსული ნომრები აქვს.

კოლონასთან იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.

დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ორი დაკარგული ადამიანის შესახებ, თუმცა, წუხელ ოთხ მუშასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

დარიალის ხეობაში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.