უკრაინული მხარე - ლუგანსკის ოლქში რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა იმყოფება

უკრაინული მხარე - ლუგანსკის ოლქში რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა იმყოფება

ლუგანსკის ოლქში რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა იმყოფება. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქში უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელმა იგორ ვორონჩენკომ განაცხადა. 

"რუსეთის შეიარაღებული ძალების კოლონა სამი დღის წინ შემოვიდა უკრაინის ტერიტორიაზე. სულ 1200 რუსი სამხედრო, ასევე 150 ერთეული ჯავშანტექნიკა, მათ შორის ტანკები და "გრადები", - განაცხადა იგორ ვორონჩენკომ. 

უკრაინის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის თქმით, უცნობია როგორ მოხვდა რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა ლუგანსკში.