ტაბახმელა-წავკისის ტყე-პარკში 10 ჰექტარი ფართობი დაიწვა

ტაბახმელა-წავკისის ტყე-პარკში 10 ჰექტარი ფართობი დაიწვა

ტაბახმელა-წავკისის ტყე-პარკში ხანძრის შედეგად 10 ჰექტარი ფართობი დაიწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ცეცხლი მიუდგომელ ადგილას იყო გაჩენილი, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა ძნელად მოხდა. მისივე თქმით, იყო საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტშიც გადასულიყო. 

ხანძრის ლოკალიზაცია გვიან ღამით მოხდა, თუმცა უსაფრთხოების გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან.