სოფელ გურჯაანში ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა

სოფელ გურჯაანში ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა

სოფელ გურჯაანში ხანძრის შედეგად მურაკაშვილების სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. ადგილზე მობილიზებული იყო კახეთის რეგიონის სამაშველო სამსახურის და რამდენიმე რაიონის სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 

ამ დროისთვის სოფელ გურჯაანში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრებს ერთ საათზე მეტი დასჭირდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

შემთხვევის ადგილზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელიც იმყოფებოდა. გია გერგიძის განცხადებით გამგეობა სამივე ოჯახს ზარალის დათვლის შემდეგ შეძლებისდაგვარად დაეხმარება.