კახეთში ავარიას ჟურნალისტი ეკა კუპატაძე ემსხვერპლა

კახეთში ავარიას ჟურნალისტი ეკა კუპატაძე ემსხვერპლა

კახეთში  მომხდარი ავარიის შედეგად, ჟურნალისტი ეკა კუპატაძე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ წნორში, ლაგოდეხის ტრასაზე მოხდა. 

"სუძუკის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. ეკა კუპატაძე შემთხვევის ადილზე გარდაიცვალა, დედა და ძმა კი, სხეულის დაზიანებებით წნორის "არქიმედეს" კლინიკაში მოათავსეს.

ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეკა კუპატაძე სხვადასხვა დროს რადიო "ჰერეთში" ლაგოდეხის ტელევიზიაში და "მეცხრე არხზე" მუშაობდა.