“როდესაც ბიუჯეტის ხარჯზე ნივთებს ყიდულობ და მერე უკან აბრუნებ, ძალიან არასერიოზულია”

“როდესაც ბიუჯეტის ხარჯზე ნივთებს ყიდულობ და მერე უკან აბრუნებ, ძალიან არასერიოზულია”

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოდგილემ ნინო კობახიძემ სააკაშვილის მიერ შეძინილი პიჯაკების დაბრუნების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, ამ საკითხის ზედმეტად შეფასება მიზნშეწონილად არ მიაჩნია.

“ძალიან არასერიოზულია მათი მხრიდანაც. როდესაც ბიუჯეტის ხარჯზე ნივთებს ყიდულობ და მერე უკან აბრუნებ, მგონი, ძალიან არასერიოზულია. ჩვენ ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, - განაცხადა კობახიძემ

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის პალტო და 7 პიჯაკი მთავრობის ადმინისტრაციაში გადაიტანეს, მას თან ახლავს მიხეილ სააკაშვილის წერილი - “ბატონ ბიძინა ივანიშვილს, გიბრუნებთ თქვენი გადაწყვეტილებისმებრ გამოყენებისთვის”.

ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელის ჩაბარებაზე მთავრობის ადმინისტრაციის საშვთა ბიუროში უარი განაცხადეს, რაც იმით ახსნეს, რომ ისინი მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციას იბარებენ