“დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის როგორც მთავარსარდლის ფუნქცია, გარანტირებული იქნება”

“დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის როგორც მთავარსარდლის ფუნქცია, გარანტირებული იქნება”

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, უშიშროების საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა და რა ფორმითაც იქნება მისთვის მისაღები სათათბიროს მუშაობა, ისე იქნება აწყობილი მისი ფუნქციონირებაც.

“აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და მისი დისკრეცია. კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის კანონები, სხვადასხვა ნორმატიული აქტები. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის როგორც მთავარსარდლის ფუნქცია, იქნება გარანტირებული, ეს ყველას სურვილია და ეს ასეც უნდა მოხდეს”, - განაცხადა ალასანიამ.