როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, მიუხედავად ამისა, ქართული მხარე ყველა სცენარისთვის მზადაა.
ფანჯიკიძის თქმით, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციები ჰქონდა.
“არანაირი ნიშანი იმისა, რომ ეს მოხდება, არ არის, თუმცა ჩვენ ვამბობთ სიფრთხილით, რომ გამორიცხული არაფერი არ არის, მითუმეტეს, ჩვენი წარსული ურთიერთობის გათვალისწინებით. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დამიდასტურა, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის. ასე რომ, არაფერი მოულოდნელი ჩვენთვის არ იქნება, თუკი რამე მსგავსი მოხდა, მაგრამ ამის არანაირი ნიშანი არ არის და იმედია, არც იქნება“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ ინიციატივით გამოვიდა, მოსკოვმა გააფართოოს იმ ქვეყნების სია, საიდანაც პროდუქციის იმპორტი აიკრძალება, ამ ქვეყნებს შორის კი მოხვდა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს.