20 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

20 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

საქართველოს ზოგიერთ რაიონებში 20-23 აგვისტოს სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, ხვალ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. თბილისში სინოპტიკოსები წვიმას ხვალ დღის ბოლოს პროგნოზირებენ. 

პერიოდული, ხანმოკლე წვიმების შედეგად დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 32 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოში - 35 გრადუსი, თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა - 35 გრადუსი იქნება.

დღეისთვის კი, ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 41 გრადუსი კახეთში დაფიქსირდა.