“მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ყველა ნაწილმა თავისი ფუნქციების შესახებ იცოდეს”

“მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ყველა ნაწილმა თავისი ფუნქციების შესახებ იცოდეს”

აშშ-ს ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, პრეზდენტთან შეხვედრაზე კონფრონტაციული ხასიათის თემის განხილვა არ ყოფილა.

ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ ხედვებს ეძღვნებოდა.

გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ასევე დეპუტატებს ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციონირების შესახებ საკუთარი ხედვები გააცნო.

როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნატო-ს, აშშ-სა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა საინტერესო დისკუსია მოისმინეს ისეთ თემებზე, რომელიც კრიზისებზე რეაგირებას უკავშირდება.

“აშშ-ის საელჩოს შეაქვს თავისი წვლილი ამ დისკუსიაში. UშAID-ის მიერ დაფინანსდა ატლანტიკის საბჭო, რომელმაც წარმოადგინა საინტერესო ანგარიში. აღნიშნული გახდა დისკუსიის ნაწილი და იგი ეხება იმას, თუ როგორი სისტემა უნდა იყოს საქართველოში, რომელიც იმუშავებს ქვეყანაში კრიზისების დროს და როგორ მოხდება ამაზე რეაგირება. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ეს არ არის მხოლოდ თეორიის საგანი, ვინაიდან საქართველოში კრიზისი შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს და თუ არ იქნება კარგად განსაზღვრული სისტემა და მექნიზმი, ამას შესაძლოა, გარკვეულწილად დებულებებში აღრევაც გამოიწვიოს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავრობის ყველა ნაწილმა იცოდეს თავისი ფუნქციების, პასუხისმგებლობის, რეაგირების, საჭიროების შესახებ”, - განაცხადა ნორლანდმა.