ანგელა მერკელი კიევში ჩავა

ანგელა მერკელი კიევში ჩავა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მიზნით კიევს ეწვევა. უკრაინული მედიის ინფორმაციით , გერმანიის კანცლერი უკრაინის დედაქალაქს 23 აგვისტოს ეწვევა.
 

"კანცლერი მერკელი შაბათს მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან, პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკთან. ასევე შეხვედება უკრაინელ პოლიტიკოსებს", - ამის შესახებ ანგელა მერკელის პრესმდივანმა შტეფენ ზაიბერტმა "ტვიტერზე" დაწერა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის განცხადებით, ანგელა მერკელის ვიზიტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის მჭიდრო კონტაქტების შედეგია.