“პალტო და პიჯაკი ქვეყნის ბიუჯეტისადმი სააკაშვილის დამოკიდებულების უთავმოყვარეო გამოხატულებაა”

“პალტო და პიჯაკი ქვეყნის ბიუჯეტისადმი სააკაშვილის დამოკიდებულების უთავმოყვარეო გამოხატულებაა”

პარლამენტის ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, თუ დაბრუნებაზეა საუბარი სააკაშვილმა პირველ რიგში, მისი პრეზიდენტობის პერიოდში დაკარგული ტერიტორიები უნდა დააბრუნოს.

“ის, რაც დღეს სააკაშილმა დადგა, იაფფასიანი შოუ იყო, ეს არის მისი სახე, ასეთი მდაბიო სანახაობებით მართავდა იგი ქვეყანას. თუ დაბრუნებაზეა საუბარი, მან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დააბრუნოს ის ტერიტორიები, რომელიც დაკარგულია მისი პრეზიდენტობის პერიოდში, დააბრუნოს უამრავი ადამიანის სიცოცხლე, შელახული უფლებები და ღირსება, ის მილიონები, რომლითაც სააკაშვილი და მისი გუნდი ძარცვავდნენ ქვეყანას. პალტო და პიჯაკი არის ქვეყნის ბიუჯეტისადმი მისი დამოკიდებულების უთავმოყვარეო გამოხატულება. ის, რაზეც ვსაუბრობ, არის მისი დასაბრუნებელი და ეს არის მისი ვალი ქვეყნის წინაშე, რომელსაც სააკაშვილი ვერასოდეს გამოისყიდის”, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის პალტო და 7 პიჯაკი მთავრობის დღეს ადმინისტრაციაში გადაიტანეს, მას თან ახლდა მიხეილ სააკაშვილის წერილი - “ბატონ ბიძინა ივანიშვილს, გიბრუნებთ თქვენი გადაწყვეტილებისმებრ გამოყენებისთვის”.

ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელის ჩაბარებაზე მთავრობის ადმინისტრაციის საშვთა ბიუროში უარი განაცხადეს, რაც იმით ახსნეს, რომ ისინი მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციას იბარებენ.

მოგვიანებით, ექსპრეზიდენტის პიჯაკები საპატრულო პოლიციამ ჩაიბარა.