“საქართველო გაბრწყინდება, ეს პროცესი, ეს ფერისცვალება, ეს გაბრწყინება დაწყებულია”

“საქართველო გაბრწყინდება, ეს პროცესი, ეს ფერისცვალება, ეს გაბრწყინება დაწყებულია”

კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას მრევლს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა

“ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, როდის მოხდება ფერისცვალება საქართველოსი და დაწყებულია თუ არა ეს ფერისცვალება. ჩვენ უნდა ვთქვათ, ვაღიაროთ, რომ მრავალი განსაცდელის წინაშე დგას კაცობრიობა, კაცობრიობა თანდათან კარგავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და საქართველო კი პირიქით, ძლიერდება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. ის წინასწარმეტყველება, რომ საქართველო გაბრწყინდება, ეს პროცესი, ეს ფერისცვალება, ეს გაბრწყინება დაწყებულია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ამ დიდი წყალობისათვის", - განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, დაწყებულია თბილისში ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მოხატვა, ილია მეორემ მიმართა საზოგადოებას, ვისაც აქვს საშუალება, დაეხმაროს მხატვრებს. ქადაგების შემდეგ, უწმინდესმა ტაძარში ახალი ხილი აკურთხა.