მეუფე თეოდორე - ქართველებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ

მეუფე თეოდორე - ქართველებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ "კაზანტიპისგან"

ზუგდიდის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში ლოცვის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირები ანაკლისს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში პარაკლისს გადაიხდიან.
 

როგორც ქადაგებისას მეუფე თეოდორემ აღნიშნა, პარაკლისი 15.00 საათზე დაიწყება და სასულიერო პირები ქვეყნის მთლიანობისთვის ილოცებენ. მეუფე თეოდორეს თქმით, ბოლო პერიოდში ხშირად აცხადებენ, რომ თითქოს ეკლესია გართობისა და ფესტივალების წინააღმდეგია, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ეკლესია მხოლოდ გარყვნილების წინააღმდეგ გამოდის. 

"რამდენიმე დღის წინ ჩამოსული იყვნენ ყირიმიდან სასულიერო პირები და რომ გაიგეს, "კაზანტიპის" ფესტივალი აქ ტარდება, ძალიან შეწუხდნენ, რადგან მათ კარგად იცოდნენ, თუ რა ხდებოდა ამ ფესტივალის დროს ყირიმში. ჩვენ ქართველებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამ ფესტივალისგან, რადგან იქ გარყვნილების ქადაგების მეტი არაფერი ხდება", - განაცხადა მეუფე თეოდორემ ქადაგებისას.

"კაზანტიპის" ფესტივალი ხვალ იწყება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.