აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

ანტიტერორისტული ძალების მიერ ბლოკირებულ დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკში საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

უკრაინული მედიიც ცნობით, ბატალიონმა "დონბასი", რომელიც ქალაქში წუხელ შევიდა, ქალაქის ცენტრამდე გასვლა და უკრაინის დროშის აღმართვა მოახერხა. 

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, ტერორისტებისგან გასათავისუფლებელი ბრძოლები მიმდინარეობს იასინოვატიაშიც. 

liga.net-ის ცნობით, გუშინ უკრაინის სამთავრობო ძალებმა ასევე ალყაში მოაქციეს ქალაქი გორლოვკა, ბრძოლები მიმდინარეობდა ლუგანსკისა და დონეცკის გასათავისუფლებლადაც.