დედოფლისწყაროში საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბაღაშვილის ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით. ინცინდენტი დედოფლისწყაროში წუხელ, გვიან ღამით ბაღაშვილის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 01:30 საათზე აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც აალებული მანქანა დაინახეს და ცეცხლი სახანძროს ბრიგადის მისვლამდე ჩააქრეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ინციდენტში პრემიერ-მინისტრის ოჯახის წვრებს ადანაშაულებს.
შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებას დედოფლისწყაროს რაიონული პოლიცია აწარმოებს.