ჰაერის ტეპერატურა დღეს 41 გრადუსს მიაღწევს

ჰაერის ტეპერატურა დღეს 41 გრადუსს მიაღწევს

საქართველოში დღეს, ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან ცხელი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ყველაზე მაღალი კახეთში დაფიქსირდება და საშუალოდ 41 გრადუსი იქნება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება. 

დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები დღეს ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ჰაერის საშუალო ტემპერატურა 32 გრადუსი იქნება. 
20 აგვისტოდან, 3-4 დღის განმავლობაში, ღამის საათებში, ხანმოკლე წვიმები აღმოსავლეთ საქართველოშიც არის მოსალოდნელი, რის შედეგადაც ჰაერის ტემპერატურა შედარებით, 35 გრადუსამდე დაიწევს. 

20 აგვისტოდან, რამდენიმე დღით ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი თბილისშიც, რის გამო ჰაერის საშუალო ტემპერატურა 34-36 გრადუსი იქნება.