ანაკლიაში დღეს პარაკლისს გადაიხდიან. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"19 აგვისტოს, სამშაბათს, ფერისცვალების დღეს, ზუგდიდში, 10:00 საათზე ივერის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა ჩატარდება, რომელსაც აღავლენენ საქართველოს ელესიის წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება. 15:00 საათზე კი, გადახდილი იქნება პარაკლისი ანაკლიაში.
ზუგდიდის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იქნება ღვთისმშობლის კვართი და მორწმუნეთ საშუალება ექნებათ, მიეახლონ მას", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.