ანგელა მერკელი ნატო-ს გაძლიერების ინიციატივით გამოდის

ანგელა მერკელი ნატო-ს გაძლიერების ინიციატივით გამოდის

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ნატო-ს სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ინტერნეტსაიტები TCH-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მერკელის განცხადებით, საჭიროა ჩამოყალიბდეს პირობები, რომლითაც ნატო შეძლებდა, სწრაფად მოეხდინა რეაგირება თანამედროვე საფრთხეებზე. გერმანიის კანცლერმა შესთავაზა ქვეყნებს, მოახდინონ ერთობლივი სამხედრო მანევრები და განავითარონ სამხედრო ინფრასტრუქტურა. 

წყაროს ცნობით, ანგელა მერკელის მოსაზრებას ნატოს გაერიანებული სამხედრო ძალების მთავარსარდალი ევროპაში ფილიპ ბრიდლავიც იზიარებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის სცენარის მსგავსად აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის განმეორებით სცენარს არ გამორიცხავს.