რიჩარდ ნორლანდი - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქმის წარმართვა მართლმსაჯულების მაღალი ხარისხით

რიჩარდ ნორლანდი - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქმის წარმართვა მართლმსაჯულების მაღალი ხარისხით

საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ამერიკის შეერთებული შტატები არის ერთ ერთი მათგანი, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებულ უცხოელი დიპლომატებისა და საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებებს. 

როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქმის წარმართვა მართლმსაჯულების მაღალი ხარისხით. 

"ჩვენი მიზანია, საქართველოში იყოს მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი. რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებულ მოვლენებს, გავიხსენებ 29 ივნისის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების პროცესი და საქმის წარმართვა", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.