“ის ხალხი, ვინც არაპროფესიული ნიშნით მუშაობს, დროთა განმავლობაში ჩანაცვლდება”

“ის ხალხი, ვინც არაპროფესიული ნიშნით მუშაობს, დროთა განმავლობაში ჩანაცვლდება”

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, მერიაში თანამშრომლებს ჩაუტარდებათ ატესტაცია, რომლის მიხედვითაც კვალიფიციური კადრები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

“ჩვენთვის აუცილებელია დავიცვათ ის წესი, ატესტაციასთან დაკავშირებული, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. აქედან გამომდინარე, კვალიფიციური ადამიანები, ისინი ვინც მზად არიან ერთგულად იმუშაონ რა თქმა უნდა, ეს ადამიანები გააგრძელებენ მუშაობას, მაგრამ არის კონტიგენტი, ვინც არაპროფესიული ნიშნით მუშაობს, ვისაც არ აქვს შესაბამისი უნარჩვევები. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები ჩანაცვლდებიან დროთა განმავლობაში”, -განაცხადა ნარმანიამ.