გონიოში ზღვამ ახალშობილი დელფინი გამორიყა

გონიოში ზღვამ ახალშობილი დელფინი გამორიყა

გონიოს სანაპიროზე ზღვამ ახალშობილი მკვდარი დელფინი გამორიყა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის სანიტარული დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ლევან ცინცაძემ განუცხადა, დელფინი დაახლოებით 5 კილოს იწონიდა. 

ლევან ცინცაძის თქმით, ამ სეზონზე დელფინის გამორიყვის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა. 

"გონიოში სამშველო ჯგუფი დაგვხვდა, რომელმაც სპეციალური შესაფუთი მოგვცა, ძალიან პატარა, ახალშობილი დელფინი იყო სანაპიროზე გამორიყული, 5 კილო თუ იქნებოდა. შევფუთეთ და მოვათავსეთ სანიტარული დასუფთავების მანქანაზე. ამ ზაფხულში ეს მეხუთე შემთხვევაა. უფრო მოზრდილი დელფინები მინახავს. წინა შემთხვევის დროს, ერთი დელფინი იქნებოდა 100 კილო, მეორე - 50", - აღნიშნა ლევან ცინცაძემ.