უკრაინაში ტერორისტების მიერ განადგურებული დევნილთა კოლონა თეთრი დროშებით მოძრაობდა

უკრაინაში ტერორისტების მიერ განადგურებული დევნილთა კოლონა თეთრი დროშებით მოძრაობდა

ტერორისტების მიერ განადგურებულ დევნილების კოლონას ამოსაცნობი ნიშანი ჰქონდა – კოლონა თეთრი დროშებით მოძრაობდა. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდას" უკრაინელმა პოლკოვნიკმა ანატოლი პროშინმა განუცხადა. 

მისივე თქმით, დევნილები სამხედრო მანქანებით გადაჰყავდათ. 

"კოლონაზე თეთრი დროშები ასევე სხვა, განმასხვავებელი ნიშნები იყო აღმართული, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ეს მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონა იყო", - განაცხადა ანატოლი პოროშინმა. 

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ ლუგანსკის ოლქის სოფელ ხრიაშჩევატოეში დევნილების კოლონა დაცხრილეს. ანდრეი ლისენკოს განცხადებით, მსხვერპლი დიდია. თუმცა, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.