ლუგანსკის ოლქში დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან

ლუგანსკის ოლქში დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსპიკერის ანდრე ლისენკოს ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის სოფელ ხრიაშჩევატოეში დევნილების კოლონის დაცხრილვის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.

"დაიღუპა ბევრი ადამიანი, მათ შორის, ქალები და ბავშვები. მსხვერპლის რაოდენობა ზუსტდება", - განაცხადა ლისენკომ.

მისივე ინფორმაციით, დევნილების კოლონას ცეცხლი "გრადის" ტიპის ზალპური დანადგარებითა და ნაღმტყორცნებით გაუხსნეს, რის შედეგაც არაერთი დევნილი ცოცხლად დაიწვა ტრანსპორტში, რომლითაც გადაადგილდებოდა.

არსებული ინფორმაციით, დევნილებს ცეცხლი სეპარატისტებმა გაუხსნეს.