თუ რუსეთი ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიაზე ჯარების შეყვანას შეეცდება, ნატო სამხედრო ძალით უპასუხებს

თუ რუსეთი ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიაზე ჯარების შეყვანას შეეცდება, ნატო სამხედრო ძალით უპასუხებს

თუ რუსეთი შეეცდება ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიაზე ჯარების შეყვანას, თუნდაც არაოფიციალური სამხედროების სახით, როგორც ეს ოკუპირებულ ყირიმში გააკეთა , ნატო ამ ნაბიჯს სამხედრო ძალით უპასუხებს. ამის შესახებ ნატო-ს ჯარების სარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან საუბრისას განაცხადა.

"თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დააფიქსირებს საკუთარ ტერიტორიაზე უცხო სამხედროების შეჭრას და თუ ჩვენ დავამტკიცებთ მათ კავშირს აგრესორ ქვეყანასთან, ამოქმედდება ნატო-ს წესდების მე-5 პუნქტი. ეს იქნება აგრესორის ქმედებებზე შეიარაღებული პასუხი", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.

მისივე თქმით, ნატო-ს არ გააჩნია უკრაინაში შესვლის გეგმები, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა უნდა დაიწყონ მზადება შესაძლო სამხედრო საფრთხესთან გასამკლავებლად.

"ყველაზე მთავარია, ქვეყნის მომზადება "მწვანე კაცუნების" მხრიდან შექმნილი შესაძლო პრობლემის გადასაჭრელად", - აღნიშნა ფილიპ ბრიდლავმა.