„კაზანტიპის ფესტივალის“ მსგავსი მასშტაბური, ორგიალური აქციების გამართვა არის საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ მიმართული აქტი

„კაზანტიპის ფესტივალის“ მსგავსი მასშტაბური, ორგიალური აქციების გამართვა არის საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ მიმართული აქტი

უფლებადამცველი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ანაკლიაში „კაზანტიპის ფესტივალის" ჩატარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი მისთვის მიუღებელია. ამის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიზემ „რეპორტიორის" პრესკლუბში ისაუბრა. ლორთქიფანიძის განცხადებით, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, მსგავსი ტიპის აქციები საზოგადოების ზნეობის წინააღმდეგ მიმართულ აქტად შეგვიძლია მოვიაზროთ.

„კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებით არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი დამოკიდებულება, რომელიც არის მკვეთრად უარყოფითი.   ვფიქრობ, რომ ისეთი მცირერიცხვოვანი ქვეყნისთვის როგორც საქართველოა, მსგავსი ტიპის მასშტაბური, ორგიალური აქციების გამართვა არის საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ მიმართული აქტი.  ღმერთმა ინებოს, აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის მათზე პასუხისმგებელმა ჩვენმა მთავრობამ, ყველაფერი გააკეთოს, რომ ის რეპუტაცია რაც კაზანტიპს აქვს არ გამართლდეს. მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, ბოლო ფესტივალზე, რომელიც გაიმართა ყირიმის ნახევარკუნძულზე 300 ათასი დოლარის უკანონო მიმოქცევაში არსებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.  ჩვენ გვპირდებიან, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მიმოქცევა და ბევრი სხვა უკანონო ქმედება არ მოხდება და,  რომ ამისთვის მობილიზებულია ჩვენი სამართალდამცავ ორგანოთა კორპუსები. ვნახოთ რა მოხდება." - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.