მისურის შტატის ხელისუფლებამ ქალაქ ფერგიუსონში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა

მისურის შტატის ხელისუფლებამ ქალაქ ფერგიუსონში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა

აშშ-ის მისურის შტატის ხელისუფლებამ ქალაქ ფერგიუსონში ვითარების დეესკალაციის მიზნით, ეროვნული გვარდიის შეყვანაზე ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. 
შტატის გუბერნატორის ჯეი ნიქსონის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქში მშვიდობისა და წესრიგის აღსადგენად, ასევე მოქალაქეების დასაცავად მიიღო. 

"ბიბისის" ცნობით, ფერგიუსონში უკვე მეორე დღეა კომენდანტის საათი მოქმედებს, თუმცა დემონსტრანტები არ წყვეტენ საპროტესტო აქციებს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტთა დასაშლელად გუშინ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

ფერგიუსონის ქუჩებში გამოსული მოსახლეობა პოლიციელის მიერ 18 წლის მაიკლ ბრაუნის მკვლელობას აპროტესტებენ. 

ამერიკელი მოზარდი პოლიციის ოფიცერმა 9 აგვისტოს მოკლა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მოზარდმა მაღაზიიდან ერთი კოლოფი სიგარა მოიპარა, რის შემდეგად უარი თქვა პოლიციას ჩაბარებოდა. "ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, მაიკლ ბრაუნს სულ მცირე ექვსჯერ ჰქონდა ნასროლი. მოზარდის მკვლელობას ფერგიუსონში ისევე, როგორც აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.