თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-20 კმ-ზე ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სააგენტოდან აცნობეს, ცეცხლი ერთ ჰექტარზე გავრცელდა. იწვის გამხმარი ბალახი და ბუჩქები. ადგილზე 4 სახანძრო მანქანაა გასული. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.