უკრაინის სამთავრობო ძალებმა დასახლებული პუნქტი ჩერნუხინო ტერორისტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინის სამთავრობო ძალებმა დასახლებული პუნქტი ჩერნუხინო ტერორისტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტი ჩერნუხინო ტერორისტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის პრესსამსახურის ცნობით, სამთავრობო ძალებმა ბოევიკებისგან გაწმინდეს დასახლებული პუნქტები მალაია ივამოვკა და ანდრანოვკაც. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით უკრაინის სამთავრობო ძალებმა ალყაში მოაქციეს დონეცკის ოლქის ქალაქი გორლოვკა. გუშინ კი დონეცკის ოლქის ქალაქ იასინოვატაიაზე დაამყარეს კონტროლი.