დეფიციტურ საექიმო სპეციალობებს ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს

დეფიციტურ საექიმო სპეციალობებს ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს

მთელი საქართველოს მასშტაბით, დეფიციტურ საექიმო სპეციალობებს ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, სექტემბრიდან დაიწყება ახალი პროექტი "პოსტდიპლომური განათლების დაფინანსება".

"ვთქვათ, სტუდენტმა დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი და დიპლომის შემდგომი განათლება აქვს მისაღები, მაგრამ ფული არ აქვს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო გადაუხდის, ოღონდ იმ პირობით, რომ სამი წლით რაიონში წავა სამუშაოდ", - აღნიშნა საქართველოს ჯადნაცვის მინისტრმა.