ჰაერის ტემპერატურა ხვალ 41 გრადუსს მიაღწევს

ჰაერის ტემპერატურა ხვალ 41 გრადუსს მიაღწევს

საქართველოში ხვალ, ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი ამინდია მოსალოდნელი. ყველაზე მაღალი ტემპერატურა კახეთში დაფიქსირდება და საშუალოდ 41 გრადუსი იქნება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ხვალ ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.  ჰაერის საშუალო ტემპერატურა 32 გრადუსი იქნება.

20 აგვისტოდან, 3-4 დღის განმავლობაში, ღამის საათებში, ხანმოკლე წვიმები აღმოსავლეთ საქართველოშიც არის მოსალოდნელი, რის შედეგადაც ჰაერის ტემპერატურა შედარებით, 35 გრადუსამდე დაიწევს.

20 აგვისტოდან, რამდენიმე დღით ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი თბილისშიც, რის გამო ჰაერის საშუალო ტემპერატურა 34-36 გრადუსი იქნება.