უკრაინის სამთავრობო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი გორლოვკა ალყაში მოაქციეს

უკრაინის სამთავრობო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი გორლოვკა ალყაში მოაქციეს

უკრაინის სამთავრობო ძალებმა ალყაში მოაქციეს დონეცკის ოლქის ქალაქი გორლოვკა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს. 

მისივე განცხადებით, უკრაინის არმია იოლოვაისკის რაიონში სეპარატისტების ბლოკირებას ახდენს. 

"აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს დონეცკში, ლუგანსკსა და კიდევ რამდენიმე რაიონში. ტერორისტები აქ არ წყვეტენ კონტრშეტევებს, თუმცა ეს შეტევები წარუმატებელია", - აცხადებს დიმიტრი ტიმჩუკი.
 

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ბრიგადამ გუშინ დონეცკის ოლქის ქალაქ იასინოვატაიაზე დაამყარა კონტროლი.